Loading Posts...

გამოხატვის თავისუფლება

ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება არის არა უბრალოდ ერთ-ერთი უფლება, არამედ მექანიზმი რომლითაც ადამიანები ვარკვევთ სწორს და არასწორს, ტყუილს და მართალს, მექანიზმი რომელმაც ადამიანებს მოგვცა ცივილიზაციის არსებული დონე და დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ცივილიზაციის გადარჩენასა და წინსვლაში.

სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, რაიმე ფორმით, არის დაუშვებელი.

უკანასკნელ პერიოდში სწორედ სიტყვის თავისუფლება დადგა საფრთხის ქვეშ. მას ერჩის საპატრიარქო, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, ოცნების პარლამენტარები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და სხვები.
ცილისწამების, შეურაცხყოფის თუ ე.წ. ,,რელიგიური გრძნობების’’ შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე აპელირებით, ვიღაცეებს განზრახული აქვთ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში და ბოლო დღეებში ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს ამ მიმართულებით.

ჩვენ არ ვაპირებთ ამას შევეგუოთ.

და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღად ისევ სიტყვის თავისუფლება მიგვაჩნია.

შესაბამისად, წარმოგიდგენთ გირჩის ახალ პროექტს რომლის ერთდაერთი მიზანია დაიცვას სიტყვის თავისუფლება საქართველოში.

www.dedistraki.com-ზე ჩვენ განვათავსებთ იმ ადამიანების სიას რომლებიც გამოდიან ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები.

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აცნობიერებს სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას, შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი გამოხატულების შეურაცხყოფა მიაყენოს ამ სიაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანებს, რაც შესაძლებელია საიტზე არსებული კომენტარების სისტემით.

  1. თვის საუკეთესო გინება (შეურაცხყოფა)
  2. თვის ყველაზე ნაგინები თავისუფლების მტერი