2019 წლის 1 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა რომელიც ეხებოდა დანაშაულს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, კერძოდ – მოსამართლის შეურაცხყოფას. სასამართლომ ბრალდებული ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამართლების ერთ-ერთ საფუძვლად დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ღირებულებების დაცვაა მიჩნეული, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ის მიზანი, რომლის დასაცავადაც სწორედ ეს ქმედება უნდა ჩაითვალოს დანაშაულად, ვინაიდან ზვიად კუპრავას უცენზურო გამონათქვამი სასამართლოს შენობაში (და არა სხვა სივრცეში), მოსამართლის მიმართ გასცდა ყოველგვარი დასაშვები და მისაღები კრიტიკის ფარგლებს.







